Digest Logo

„რამდენიმე ტრავმა მქონდა, თუმცა ოქტაგონზე ყველაფერი დავდე“ - მერაბ დვალიშვილი

1737268405
მერაბ დვალიშვილი

საჩემპიონო ქამრის დაცვის შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა კომენტარი გააკეთა. მოქმედმა ჩემპიონმა აღნიშნა, რომ მოსამზადებელი კემპისას ის ტრავმირებული იყო.

„მანქანა ვარ, თუმცა როდესაც ამ ბრძოლას დავთანხმდი, ვიყავი ტრავმირებული - ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო. დღეს თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ბრძოლისთვის საჭიროა კარგი მომზადება, მე კი დაზიანება მქონდა. ფეხზე ინფექცია მქონდა და ზურგი მაწუხებდა.

გამომდინარე იქიდან, რომ მოსამზადებელი კემპის დროს ვიყავი ტრავმირებული, საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, რადგან ოქტაგონზე ყველაფერი დავდე, რაც შემეძლო", - განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ემოციური კადრები კალიფორნიიდან, სადაც მერაბ დვალიშვილის ბრძოლა გაიმართა - ნახეთ, რა ვიდეოს აქვეყნებს სოსო ნებიერიძე

⭕მართლმადიდებელი სამყარო 19 იანვარს ნათლისღებას აღნიშნავს

წყარო: lagazzetta.ge