Digest Logo

🎥 რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ „მის საქართველო“ ბრუნდება - „ია ისევ ისეთი ლამაზი და განსაკუთრებულია!...“

1795691290
მის საქართველო

ჟურნალისტი მერსი სულხანიშვილი სოციალურ ქსელში ია კიწმარიშვილის სააგენტო IC Model Management-ში სტუმრობისა და სილამაზის კონკურსის, „მის საქართველოს“ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნების შესახებ წერს.

მისი თქმით, სასიხარულოა, რომ საქართველოს კვლავ ეყოლება წარმომადგენელი „მის მსოფლიოს“ საერთაშორისო ასპარეზზე, თავად კი უკვე გაიცნო კონკურსანტები და თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა.

„ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია ic model management. ზუსტად ისეთივე განსაკუთრებული, როგორც წლების წინანდელი მოგონებები, რომლებმაც დღეს თითქოს დროში მამოგზაურა.

ია ისევ ისეთი ლამაზი და განსაკუთრებულია!

ძალიან მიხარია, რომ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ „მის საქართველო“ დაბრუნდა. წლებია, მის მსოფლიოზე საქართველოს წარმომადგენელი არ გვინახავს და მიხარია, რომ ამიერიდან კვლავ გვეყოლება ქართველი გოგონა, რომელიც მსოფლიო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის სილამაზესა და ღირსებას წარადგენს.

დღეს კონკურსანტებიც გავიცანი და თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ!“, - წერს მერსი სულხანიშვილი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Merci Sulkhanishvili (@mercisulkhanishvili)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ვაზიანში დაკარგულ 13 წლის მოზარდს ეძებენ - „ეძებს პოლიცია, ახლობლები და მეზობლებიც“

🎥 „ძაღლმა ისწავლა ჩვენს ბიოლოგიურ არხში ჩართვა...“ - მინდია გაბიჩვაძე ცხოველებთან კავშირზე, სტრესსა და დახმარების გზებზე

⭕ „გამონახეთ დრო ორგანიზმის გამოსაჯანმრთელებლად“ - მარსი-ქალწულის ტრანზიტის გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე

✕