Digest Logo

🎥 „რამფერ ხარ ჯო?... მინდა ყველას გავაცნო ქართული სიმღერები...“ - განდაგანაზე აცეკვებული საფრანგეთი და ექსკლუზიური ინტერვიუ რეპერ GIMS-თან „პრაიმშოუში“

1741200860
გიმსი პრაიმშოუში

ცნობილმა რეპერმა GIMS-მა მთელი საფრანგეთი და მსოფლიო ქართულ განდაგანაზე ააცეკვა. მან ტიკტოკზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც სოციალურ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა და მილიონობით ნახვები დააგროვა. სიმღერას „ნინაო“ დაარქვა.

GIMS-თან ინტერვიუ გადაცემა „პრაიმშოუმ“ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გამარჯობა. „პრაიმშოუს“ გაგიმარჯოთ. რამფერ ხარ ჯო? მე ზოგადად ძალიან მიყვარს. ეს სიმღერა თუ კარგად მახსოვს ერთი წლის წინ აღმოვაჩინე ტიკტოკზე. ძალიან მაგარი გრძნობა დამეუფლა და მაშინ ვთქვი, რომ ამ სიმღერასთან დაკავშირებით რაიმე ახალი უნდა მეცადა. მინდა საქართველოში ჩამოსვლა. ახლა ტურნეები მაქვს, თუმცა ვეცდები დრო გამოვნახო. ძალიან მინდა დასასვენებლად ჩამოვიდე. ხალხს უნდა შევხვდე. მიყვარს ახალი კულტურისა და ხალხის აღმოჩენა. ეს უკვე ოცნებასავითაა, როგორც სიმღერა ეს სასწაულია. ვიდეოკლიპი გამოდის ხუთ მარტს.

ვცდილობ პატივი ვცე კულტურას, მოცეკვავეებს სამოსს, ყველაფერს. მე ვეკონტაქტებოდი საქართველოს საკონსულოს საფრანგეთში. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს. მინდა ყველას გავაცნო ქართული სიმღერები. შემოქმედებითი თვალსაზრისით ქართული სიმღერები მრავალფეროვანია.

ვფიქრობ, ჩამოვალ აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში. სამი-ოთხი დღით დავრჩები, რადგან მინდა ქართველი ხალხი გავიცნო. შეიძლება დიდი შოუც გაკეთდეს დედაქალაქში, თბილისში. ყველა ინფორმაციას გავაზიარებ სოციალურ ქსელში. დიდი მადლობა სიყვარულისთვის და ყველაფრისთვის“, - ამბობს GIMS-ი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ზღვის გოჭივით ვარ...მოიწერეთ, რომ არ დავრჩები თვალების გარეშე...“ - რა პროცედურა ჩაიტარა მსახიობმა სოფო გორელაშვილმა?

🎥 „იცოდით, რომ კოვიდი კიდევ არსებობს...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილი?

⭕„დანაშაული არაერთხელ აღიარეს...ჯერ კიდევ ვერაფერს მივაღწიე...“ - რას ჰყვება მაგდა ოქრუაშვილი, რომელიც სტომატოლოგიურმა კლინიკამ დააზარალა?