
მოქალაქე მაგდა ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკასა და მის გამოცდილებაზე წერს.
მაგდა ოქრუაშვილი საზოგადოებას უყვება, თუ რა გადახდა მას ექიმების სავარაუდო დაუდევრობის გამო.
„გამარჯობა, მინდა მოგიყვეთ ჩემი გამოცდილების შესახებ, რათა სხვას არავის შეექმნას იგივე პრობლემა აღნიშნულ კლინიკაში.
2024 წლის თებერვლის თვეში კბილის რეზექციისთვის მივედი „royal dent”- ის სტომატოლოგიურ კლინიკაში, რომელიც მდებარეობს ილია ჭავჭავაძის 39 ბ-ში.
კლინიკაში მისულს მითხრეს, რომ საჭირო არ იყო ამ კბილის ამოღება და შესაძლებელი იყო ბჟენის გაკეთება. სტომატოლოგმა თერაპევტმა არ გადამიღო რენტგენი, პირდაპირ დამადო ბჟენი და გამომიშვა.
კბილის დაბჟენის შემდგომ, დამეწყო შეშუპება და ტკივილი, ამიტომ დაახლოებით ერთ კვირაში კვლავ მივმართე კლინიკას, თერაპევტმა მაია შალიბაშვილმა შემიყვანა ყბა-სახის ქირურგთან, რომელმაც გამიკეთა პირდაპირ ადგილობრივი ანესთეზია და კვლავ რენტგენის გაკეთების გარეშე ამომიღო კბილი.
კბილის რეზექციის შემდგომ ოთხ დღეში დამეწყო გაუსაძლისი თავის ტკივილები და ვგრძნობდი სითხის ჩამოსვლას, კვლავ მივმართე კლინიკას, ყბა-სახის ქირურგმა მითხრა, რომ მეჩვენებოდა და არანაირი ჩირქი არ მომდიოდა, თუმცა ჭრილობა მაინც გამომისუფთავა და გამომიშვა. წამოსვლის შემდგომ კვლავ იგივე სიმპტომები გამიგრძელდა და რამდენიმე დღეში ისევ მივედი კლინიკაში, ყბა-სახის ქირურგმა ჩემი მდგომარეობის განხილვა სხვა ქირურგთან გადაწყვიტა სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, სპიკერზე საუბრისას გავიგე, რომ მეორე ქირურგმა ჰკითხა, ხომ არ იყო დაზიანებული კბილის ამოღებისას ჰაიმორის ღრუ. ამ დროს ჩემმა ქირურგმა დაუყოვნებლივ გათიშა ხმამაღალი საუბარი და ისე განაგრძო რჩევის მიღება. ამის შემდგომ გადამიღეს რენტგენი სადაც გამოჩნდა, რომ თურმე მართლაც ჰაიმორის ღრუში იყო პრობლემა.
„როიალ დენტი“-ში მყოფმა სტომატოლოგებმა დამცინავი ტონით მითხრეს, რომ ჰაიმორიტი მქონდა სტომატოლოგთან მისვლამდე და ამიტომ გართულდა ეს პრობლემა, თუმცა ვერცერთმა ექიმმა ვერ ამიხსნა, ანთებითი პროცესის, თუნდაც მანამდე არსებობის შემთხვევაში, რატომ გამიკეთა კბილის ბჟენი და შემდგომში რეზექცია კლინიკის ორმა სხვა და სხვა ექიმმა ყოველგვარი კვლევისა და რენტგენის გარეშე.
ამ ყველაფრის შემდგომ მივმართე სხვა კლინიკას, გავიკეთე ოპერაცია, სადაც მითხრეს, რომ მარჯვენა წილის ღია წიაღზე მქონდა დადებული ბჟენი, რამაც გამოიწვია 6,7,5 კბილის დაინფიცირება და მარჯვენა თვალის ფსკერამდე მქონდა ინფექცია გავრცელებული, ამასთან ერთად ოპერაციის პროცესში აღმოაჩინეს, რომ მარჯვენა „ჰაიმორის“ ღრუ იყო დაინფიცირებული, რამაც გამოიწვია ძვლის დაშლა.
რთული პლასტიკური ოპერაციისას შესაძლებელი გახდა ძვლის აღდგენა. პოსტ-ოპერაციული პერიოდი გაგრძელდა 2 თვე, რამაც სრულიად შეზღუდული გამხადა და გადაადგილებაც კი მიჭირდა.
ოპერაციის შემდგომ არაერთხელ მქონდა კომუნიკაცია დამნაშავე კლინიკასთან, მათ დანაშაული არაერთხელ აღიარეს ჩემთან, სტომატოლოგმა არაერთხელ დამიბარა კლინიკაში, ექიმებიც და კლინიკის ხელმძღვანელიც მთავაზობდნენ თანხასაც სხვადასხვა რაოდენობით, თუმცა არა იმდენს, რამდენიც მე ამ კონკრეტულ ოპერაციას და პოსტოპერაციულ მკურნალობას დავახარჯე.
პოსტს თან ვურთავ ჩემი მდგომარეობის აღმნიშვნელ ფოტოსურათს, ასევე ექიმის კომუნიკაციას ჩემთან.
გთხოვთ, უფრთხილდით აღნიშნულ კლინიკას, რომელშიც საფრთხე შეექმნება არა მხოლოდ თქვენს კბილებს, ან უბრალოდ ჯანმრთელობას, არამედ სიცოცხლესაც კი. მნიშვნელოვანია ბევრმა გაიგოს ჩემი მდგომარეობის და იმ უსამართლობის შესახებ, რასაც წინა წლის თებერვლის შემდეგ ვებრძვი, თუმცა ჯერ კიდევ ვერაფერს მივაღწიე. Royal Dent • როიალ დენტი“, - წერს მაგდა ოქრუაშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „უბადრუკი მედროვეები...ნიშნის მოგებით ჭარტალობენ...“ - რას წერს გია ჯაჯანიძე?
🎥 აქ ყოფნა არ შეიძლება - პირველი ქართველი იუთუბერი, რომელიც სირიაში სამოგზაუროდ ჩავიდა