
მომღერალი რიანა და მისი მეუღლე რეპერი ასაპ როკი მესამე შვილის მშობლები გახდნენ. გოგონას როკი აირიში დაარქვეს. როგორც რიანა სოციალურ ქსელში წერს აირიში 13 სექტემბერს დაიბადა, თუმცა მომღერალმა ამის შესახებ საზოგადოებას რამდენიმე საათის წინ ამცნო.
ცნობისთვის, A$AP Rocky და რიანა ორი ვაჟის მშობლები არიან. მათ 2 წლის რაიოტი და 3 წლის რზა ჰყავთ. რიანა მესამე შვილს ელოდება, თუმცა როგორც რეპერი აცხადებს, მათ ბავშვის სქესი წინასწარ არ გაუგიათ.
ასაპ როკი რამდენიმე კვირის წინ ინტერვიუში ამბობდა, რომ ბავშვის სქესი სპეციალურად არ გაუგიათ. თუმცა რეპერის თქმით, ძალიან სურდა მესამე შვილი გოგო ყოფილიყო.
„იმედი მაქვს, გოგო იქნება. მართლა ასეა. ვლოცულობ, რომ გოგო დაიბადოს. პირველი ბავშვის სქესი გავიგეთ. მეორე ბავშვზე სქესის გაგება აღარ გვსურდა. არც მესამე ბავშვის სქესი გაგვიგია. ვგრძნობ, რომ გოგო იქნება. ეს ორსულობა წინა ორისგან ნამდვილად განსხვავდება. იმედი მაქვს, რომ გოგონა დაიბადება“, - ამბობდა მომღერალი ინტერვიუში.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდი იქნება საქართველოში 25 სექტემბერს
🎥 „ჩემი რძალი ჩემზე მოწესრიგებულია!“ - როგორი დედამთილია მადონა კოიძე
🎥 შორენა ბეგაშვილი ახალი ნარინჯისფერი Iphone-ის მფლობელია - რა ვიდეოს გვიზიარებს მოდელი