
„არ მაპატიეს სოფიკო ჭიაურელის მეგობრობა, ახლობლობა, არ მაპატიეს ის, რომ პირფერობა არ შემიძლია.
როდესაც ოთარ მეღვინეთუხუცესს სამხატვრო ხელმძღვანელად ირჩევდნენ, მე მას ხმა არ მივეცი. იმას ეგონა შენ გინდაო, ჰქონდა მას რაღაც მინუსები. ამის შემდეგ ხელფასი დამიქვეითა.
რომ მივედი ვკითხე, რატომ გააკეთე ეს მეთქი და ურჩი ხარო“, - იხსენებს მსახიობი ასმათ ტყაბლაძე გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“.