🧠 მუდმივად დაღლილი ხართ და კონცენტრაცია გიჭირთ?
რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს ნაწლავის მიკრობიომთან?
რატომ ვერ იკლებს ზოგი ადამიანი წონაში, რატომ აქვს „ტვინის ნისლი" ან მუდმივი დაღლილობა?
აღნიშნულ საკითხებზე მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა, ინფექციონისტმა ფატი გაბუნიამ „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტში“ ისაუბრა:
„გონებრივი გადაღლა: მიჭირს კონცენტრაცია, ვერ ვითვისებ ახალ მასალას, არ შემიძლია გავაკეთო ჩემი საქმე ისე შედეგიანად, ეფექტურად, როგორც ამას ვაკეთებდი ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმეა და ვიცი. გონებრივი გადაღლა, მოდით ასე ვთქვათ, ეს არის სწორი.
ნაწლავის სინდრომი: აი, ეს გაჟონვადი ნაწლავის სინდრომი და ტვინის ნისლი, ეს არის ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული ორი ფენომენი. რა თქმა უნდა, დისბიოზი ვისაც აქვს, აუცილებლად ექნება პრობლემა ნივთიერებათა ცვლის, წონაში პროგრესული კლების ან წონაში პროგრესული მატების.
არსებობს მცნება, რომელსაც სიბოს უწოდებენ, ანუ წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი გამრავლება. თუ მსგავსი ცნება არის და ეს გვიჩვენა კითხვარმა, რომელსაც წინასწარ ვავსებთ, მაშინ ვერანაირი სიმბიოტიკი, პრებიოტიკი და პრობიოტიკი მდგომარეობას ვერ გამოასწორებს“, - ამბობს ფატი გაბუნია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი ადამიანები, ჩემი ბედნიერება...“ - ეთერ ლიპარტელიანი 27 წლის გახდა
🎥 ალცჰაიმერის დაავადება: რისკი და შესაძლებლობა - ნიშნები, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ!