ალცჰაიმერის დაავადება დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანის მეხსიერებას, აზროვნებასა და ყოველდღიურ ფუნქციონირებას თანდათანობით აზიანებს. მედიცინაში არსებული პროგრესის მიუხედავად, მეცნიერები კვლავ აქტიურად მუშაობენ დაავადების გამომწვევი მიზეზების სიღრმისეულ შესწავლასა და ისეთი ინოვაციური მკურნალობის მეთოდების შექმნაზე, რომლებიც პათოლოგიის პროგრესირების შეჩერებასა და ადრეულ ეტაპზე მის გამოვლენას გახდის შესაძლებელს.
ნევროლოგმა ნონა მინდიაშვილმა გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ იმ ძირითად ნიშნებზე ისაუბრა, რაზედაც ყურადღება აუცილებლად უნდა გაამახვილოთ იმისთვის, რომ ალცჰაიმერი ამოიცნოთ:
„დააკვირდით თქვენს ოჯახის წევრს, იმავე დროს უთმობს თუ არა, მაგალითად, სადილის მომზადებას, რასაც სულ აკეთებდა.
ან მამა, რომელიც აკეთებდა დაზიანებულ ტელეფონს. ან დააკვირდით ჩაცმას.
რამდენჯერ გამოდის იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩაიცვას?
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენს მიერ წარმოებული ქმედებები იმაზე მეტ დროს ითხოვს, ვიდრე საჭიროა.
დაწყობილი წინადადება - მე მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა. თუ მე მაქვს საჭირო სიტყვების პოვნის პრობლემა, იმ სიტყვას ვერ ვიხსენებ, შემიძლია ის ჩავანაცვლო სხვა სიტყვის კომბინაციით, წარმატებულად მიგახვედრებთ რაზე ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემი წინადადება იყოს რთული ქვეწყობილი.
როდესაც ადამიანი აზრს სხარტად ვერ გადმოსცემს და ამ აზრის გადმოსაცემად დასჭირდება მეტი დრო, ესეც ნიშანია.
შემდეგი, როდესაც იგი არ ერთვება საუბარში სტუმართან, ეს ნიშნავს, რომ ან ბოლომდე ვერ იცნო, ან ის თემა, რომელიც აქ გასაშლელია, მისთვის უკვე რთულია და თავს იკავებს“, - ამბობს ნონა მინდიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: