მეცო-სოპრანო ნატალია ქუთათელაძე ცნობილი მუსიკალური ოჯახის წევრი და ამასთან საინტერესო ფიგურაა ქართულ შოუბიზნესში.
მან 2025 წლის 12 ოქტომბერს მამა დაკარგა. მერაბ ქუთათელაძის გარდაცვალების შემდეგ ნატალიამ ერთ-ერთ გადაცემაში მასზე ისაუბრა:
„ჩემი მამიკო...
მე ძალიან ვგავარ მამაჩემს, მგონი ყველანაირად.
ამ ბოლოსაც ავად რომ იყო, ვუყურებდი მის ხელებს, ფეხებს და არანორმალური მსგავსება მაქვს, ხასიათითაც ძალიან ქუთათელაძე ვარ, მათი მადლიერი ვარ ყველაფრის, პირველ რიგში გენეტიკის, კარგი შერწყმა მოხდა.
მამაჩემი მუსიკალური ადამიანი იყო, უკრავდა არაჩვეულებრივად, ჯაზი იყო მისი საყვარელი სფერო. მასთან სახლში რომ მიხვიდოდი, მარტო ჯაზი ჰქონდა ჩართული ხმამაღალზე, ძალიან საინტერესო, განათლებული ადამიანი იყო.
ვნანობ, უფრო მეტი დრო რომ არ გავატარე მასთან ერთად, აურაცხელი რაოდენობის ინფორმაცია ჰქონდა. შეიძლება ადამიანი ნაკითხი იყოს, მაგრამ მას კიდევ სხვა რაღაც ჰქონდა აზროვნებაში, საინტერესოდ შეეძლო თავისი ცოდნა ყოფით საკითხებში გადმოეტანა, არაჩვეულებრივი მრჩეველი იყო“, - ამბობს ნატალია ქუთათელაძე.
შეგახსენებთ, რომ მერაბ ქუთათელაძე ეკა მამალაძის მეორე მეუღლე იყო.
ნატალია ქუთათელაძე 12 წლის იყო, როდესაც დედ-მამა გაშორდა.


ასევე დაგაინტერესებთ: