Digest Logo

🎥 „რატომღაც ამაში დავიჩაგრე, მარტოხელა დედობა მომიწია, მაგრამ შვილისთვის არაფერი დამიკლია“ - ასმათ ტყაბლაძე პირადზე

1720637405
ასმათ ტყაბლაძე

„სიყვარულზე ვთქვი უარი. პირველი გრძნობა 27 წლის ასაკში იყო. მას არ მოსწონდა მსახიობი რომ ვიყავი. თაყვანისმცემლები თეატრშიც მყავდა, ყველა ცოლიანები. ბევრი მეგობარი კაცი მყავდა, პაპაჩემმაც ამიტომ დამარქვა ასმათი -მეთქი ვხუმრობ. 

მთავარი იყო, რომ ცოლ-შვილი არ ჰყოლოდა, სიმპათიები მეც მქონდა თეატრში. 

ერთი შვილი მყავს და ერთი შვილიშვილი, რატომღაც ამაში დავიჩაგრე. მარტოხელა დედობა მომიწია, მაგრამ შვილისთვის არაფერი დამიკლია. ვინ რას იტყოდა არ მაინტერესებდა, მე ვიცი, რომ წესიერად ვიქცეოდი“, - ამბობს მსახიობი ასმათ ტყაბლაძე გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“.