Digest Logo

„რაც შეეხება საქართველოში UFC-ის ჩატარებას... როგორც ვიცი, ეს იქნება შემდეგ წელს - 2027 წელს...“ - მერაბ დვალიშვილი

1783196878
მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა.

დვალიშვილი ამბობს, რომ 2027 წელს საქართველოში UFC-ის ჩატარება იგეგმება.

„რაც შეეხება საქართველოში UFC-ის ჩატარებას - ამაზე აქტიურად მიდის მუშაობა. როგორც ვიცი, ეს იქნება შემდეგ წელს - 2027 წელს, გაზაფხულზე. ვნახოთ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება ღმერთის წყალობით.

ჩვენი ქართველი მებრძოლები და იმედია მეც ვიბრძოლებ აქ და იმედია სხვა ქართველი მებრძოლებიც შემოგვიერთდებიან.

UFC-ის მოთხოვნა იყო, რომ 15 000 კაციანი დარბაზი სჭირდებოდათ, მაგრამ ჩვენ ეგეთი არ გვაქვს - ყველაზე მაქსიმუმი 10 000 კაციანი დარბაზი გვაქვს, ახალი სპორტის სასახლე და ეგ არის მე მგონი ლოკაცია“, - ამბობს მერაბ დვალიშვილი ჟურნალისტებთან.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕ თითქმის 2 მილიონის შეთავაზება მზადაა - ანზორ მექვაბიშვილმა, შესაძლოა, კარიერა MLS-ში გააგრძელოს

⭕ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს

⭕ სოხუმში, ზღვაში ბანაობის დროს 13 წლის მოზარდი დაიღუპა