თბილისის საკრებულოს წევრი, შალვა ობგაიძე სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი იმყოფებოდა, სადაც 2011 წლის 26 მაისის ღამეზე ისაუბრა:
„26 მაისს არსებობდა გარკვეული ადამიანთა ჯგუფი, იყვნენ ადმიანებიც, რომლებიც უნდა დასჯილიყვნენ. მე ვიყავი ოჯახთან ერთად. იყო სრულიად მშვიდი რამე. გადამარჩინა უპირველეს ყოვლისა უფალმა და ასევე ჩემმა მეგობრებმა. არა მხოლოდ 26 მაისს, არამედ 7 ნოემბერს და ა.შ.
მერაბიშვილი იყო ამის დიდოსტატი. მან შექმნა სურათი, რომლის მიხედვითაც ადამიანები აპირებდნენ პოლიციის სამმართველოში შეჭრას. რა თქმა უნდა ეს ასე არ იყო. არავითარი სურვილი და მცდელობა არ იყო ასეთი. გახსნეს ცეცხლი. სამშენებლო ნამსხვრევები მოხვდა ხალხს, მათ შორის მეც და გადამეხსნა თავი. შემდეგ რეზინის ტყვიებით დახვრიტეს ხალხი. რომ არა ფოტოები, შესაძლოა ეს ყველაფერი მიჩქმალულიყო“, - ჰყვება შალვა ობგაიძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მეოთხე ვაჟკაცი...ჩემი იმპერია იზრდება!“ - რომან დოლიძე შვილს ელოდება