ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სტუმრად გადაცემაში „ჩვენი საქართველო“ იმყოფებოდა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე ისაუბრა.
მან გაიხსენა ჩვენი წინაპრების განსაკუთრებული ღვაწლი და 25 მაისის ღამე, როდესაც ქვეყანას სათავეში ნოე ჟორდანია ედგა:
„ჩვენმა ქვეყანამ მაშინ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, როცა მისი არმია სულ რაღაც 25 ათასი კაცისგან შედგებოდა. როდესაც კოჯორ-ტაბახმელას მინდვრებზე ისროდნენ, ვაზნებს მინდვრებში ეძებდნენ და თავიდან ტენიდნენ იარაღს. წინა ხაზზე იყო მარო მაყაშვილი და ბევრი ასეთი მოხალისე.
როცა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ნოე ჟორდანიამ და მისმა მთავრობამ არაერთხელ შეცვალეს ტექსტი და 25 მაისის ღამეს გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. ეს ტექსტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. იმ პერიოდში 5 პოლიტიკოსი ქალი გვყავდა, ეს ცალკე აღნიშვნის ღირსია“, - ამბობს გოდერძი შარაშია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მეოთხე ვაჟკაცი...ჩემი იმპერია იზრდება!“ - რომან დოლიძე შვილს ელოდება