Digest Logo

🎥 რის თქმას აპირებს დავით ლომიძე „ევროვიზიის“ მოგების შემთხვევაში

1791536213
დავით ლომიძე

საბავშვო ევროვიზია 2026-ზე საქართველოს პროექტის, „რანინას“ მეცხრე სეზონის გამარჯვებული დავით ლომიძე წარადგენს, სიმღერით Sun On the Rooftops (მზე სახურავებზე).

საკონკურსო სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა უკვე გაიმართა.

„პირველ არხთან“ ინტერვიუში დავით ლომიძე ამხელს, რის თქმას აპირებს გამარჯვების შემთხვევაში: 

„დედაჩემი სულ მეუბნებოდა, წარმომიდგენია რომ გაიმარჯვებ რას იტყვიო და ეს სიტყვა იყო Welcome To Georgia. 

რასაც მგონია, რომ მართლა ვიტყვი“, - ამბობს დავით ლომიძე.

ცნობისთვის, სიმღერის კომპოზიტორი გიგა კუხიანიძეა, ტექსტზე კი ირინა სანიკიძემ იმუშავა.

საკონკურსო სიმღერაზე მუსიკალური კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, მხატვრობაზე – შაკო პოპიაშვილმა, ხოლო კოსტიუმებზე იზა ნადარეიშვილმა იმუშავა. მუსიკალურ რგოლში ქორეოგრაფია გიორგი ტორიაშვილს ეკუთვნის.

მუსიკალური კლიპის გადაღება აჭარაში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 24 ოქტომბერს მალტაში გაიმართება. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕შენი წარსული არ არის შენი განაჩენი: როგორ ვქმნით რეალობას ჩვენივე ფილტრებით - ცნობიერების განვითარების მენტორის მიმართვა

⭕„მეცნიერები თანხმდებიან, რომ ქალებიც და კაცებიც ბრაზს დაახლოებით ერთნაირი სიხშირით განიცდიან“ - ფსიქოთერაპევტი

🎥 „ყველაზე აგრესიულია უფრო ახალგაზრდა ასაკში, პირველ ადგილზეა ონკოლოგიურ დაავადებებში“ - გია ნემსაძე ძუძუს კიბოზე

✕