Digest Logo

როდემდე გაგრძელდება არამდგრადი ამინდი საქართველოში?

1775832247
ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდი საქართველოში კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება - მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვა, ბარში კი ნალექი წვიმის სახით.

„მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში მოთოვს, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ნალექიანი ამინდი. ხვალაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იქნება. 14 აპრილიდან ნალექი შემცირდება და ტემპერატურა თანდათან მოიმატებს. დედაქალაქში როგორც დღეს და შემდგომ დღეებშიც, 13 აპრილის ჩათვლით, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი“, - განუცხადა „ქრონიკას“ მთავარმა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მზად ვიყავი კრიტიკისთვის...“ - პირველი ინტერვიუ მსახიობ ქეთი სვანიძესთან, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა

რუსთავში 14 წლის მოზარდს ეძებენ - „მითხრა მხოლოდ 2 სიტყვა, კარგად ვარო“

„პროექტის დაწყება, მოგზაურობა, ბიზნესის გახსნა, დოკუმენტების ხელმოწერა“ - 10 აპრილის პროგნოზი ფენშუის მიხედვით