
„ღამის შოუს“ ბენდის წევრი, მშვენიერი თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს ცხოვრებისეულ მოვლენებს და სიახლეებს პერიოდულად უზიარებს. ამასთან იგი ფსიქოლოგიას ეუფლება და გამომწერებს სხვადასხვა საკითხზე რეკომენდაციებსაც აძლევს.
ამჯერად თათამ გამომწერებს სასარგებლო ინფორმაცია გაუზიარა და ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშზე და სიყვარულზე საუბრობს.
„როდესაც ადამიანს მართლა უყვარხარ შენ, მისი ყველაზე დიდი შიში არის არ გატკინოს გული.
მაგრამ როდესაც ადამიანს უყვარს, თუ როგორ გრძნობს ის თავს შენს გვერდით მისი ყველაზე დიდი შიში აირს არის არ დაგკარგოს.
ამ ორს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, არჩევანი კი შენზეა“, - ამბობს თათა გიორგობიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ ისვრიან პატარძლები თაიგულს? - უცნობი ტრადიციის საიდუმლო
⭕„ერთად ვიმარჯვებთ, ერთად ვსწავლობთ... არაფერი იცვლება, ჩვენ ვაგრძელებთ გზას“ - ალექსანდრე თოფურია