
კლასიკურ მუსიკაში ბევრი საამაყო ადამიანები გვყავს და გვეყოლება, ერთ-ერთი მათგანია 11 წლის ელენე მეფარიშვილი, მევიოლინე, რომელიც კონცერტმაისტერ თაკო კანდელაკთან ერთად გადაცემის „იმედის დღე“ სტუმარი იყო.
ელენე ძალიან ბევრ კონკურსშია გამარჯვებული, ლაურეატი. ბოლო კონკურსი იყო თურქეთში, სადაც პატარა ვირტუოზები მონაწილეობდნენ და 11 წლის ქართველმა გაიმარჯვა.
„ძალიან ბევრი ვიმუშავე, რადგან ძალიან სერიოზული კონკურსი იყო. მოვიპოვე სპეციალური პრიზი.
4 წელია რაც ვიოლინოს ვუკრავ, 7 წლიდან.
როდესაც მუსიკა ძალიან გიყვარს, ეს ყველაფერი შენში ნატურალურად მოდის, პატარაობიდან ავიჩემე ვიოლინო“, - ამბობს ელენე მეფარიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 კვება დიაბეტის დროს - რომელი პროდუქტების მიღება არ არის სასურველი ერთდროულად