Digest Logo

🎥 „როდესაც შენში არის სიყვარული და სიკეთე, ამ დროს ბედნიერი ხარ და არ ფიქრობ რა ასაკის ხარ“ - თამარ ნადირაძე სიბერეზე

1746647922
თამარ ნადირაძე

თამარ ნადირაძე გადაცემის „პრაიმ შოუ“ სტუმარი იყო, სადაც მან სიბერეზე, ასაკის მატებაზე ისაუბრა. იგი მალე 65 წლის გახდება და შესანიშნავ ფორმაშია. 

სტუმარმა ასევე აღნიშნა, რომ მას არანაირი გამაახალგაზრდავებელი პროცედურა არ აქვს ჩატარებული:

„60 წლის შემდეგ ეს თემა დიდია, ფართოა, მაგრამ ვეცდები მოკლედ ვთქვა. არასდროს ვმალავ ჩემს ასაკს, ვამბობ, მალე 65 წლის გავხდები. ეს უფრო მიხარია, როცა ამბობენ, ვაიმე, არ გეტყობათ და ვაყოლებ, ბუნებრივი მაქვს ყველაფერი და არაფერი მაქვს ჯერ გაკეთებული.

საიდუმლო ჩვენს ბავშვობაშია, დღესაც პატარა ბავშვი მგონია თავი, ძალიან დიდხანს ვიყავი პატარა. ალბათ ეს არის ის, რაც მაძლევს მოტივაციას, ვიყო ბავშვური.

როდესაც შენში არის სიყვარული და სიკეთე, ამ დროს ბედნიერი ხარ და არ ფიქრობ რა ასაკის ხარ“, - ამბობს თამარ ნადირაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დროის რბოლა მკაცრი რამ არის, უფლის მადლობელი ვარ, რომ აქამდე მომიყვანა“ - რას ამბობს ნუგზარ რუხაძე ასაკის მატებაზე

🎥 „გამომეცხადა ანგელოზი, მითხრა აუწყე მთელს მსოფლიოს, რომ შენ ბიოლოგიური პასპორტით 21 წლის ხარო!“ - რას ამბობს გივი სიხარულიძე

🎥 „მიყვარს მთა, ვგიჟდები... სრიალის დროს ვგრძნობ ბედნიერებას“ - ნანიკო ხაზარაძის დედა სატელევიზიო სივრცეში გამოჩნდა