
ტელეწამყვან ლიკა ევგენიძეს ორი შვილი ჰყავს, მალე მათ მესამეც შეემატება. როგორ ემზადება ის დედობისთვის და როგორ ანაწილებს დროს ოჯახსა და კარიერაზე ამაზე გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.
„ძალიან განსხვავებული შეგრძნებები მაქვს. პირველი ბავშვი 24 წლის ასაკში გავაჩინე, მეორე 27 და ახლა უკვე 37 წლის ვარ. 10 წლიანი პაუზის შემდეგ გადავწყვიტე კიდევ ერთი ბავშვი გამეჩინა. ეს შეგრძნებები განსხვავებულია, რადგან როდესაც პატარა ხარ ჯერ შენც არ იცი რა გინდა, სად ხარ და ორსულობას მაშინ სწავლობ. არის მომენტები, რაც შეიძლება გამოგეპაროს. მაგრამ ახლა, როცა გაცნობიერებულად და დაგეგმილად გადაწყვეტ ბავშვის გაჩენას, უფრო მეტად დაკვირვებული ხარ და მზაობაც შესაბამისი გაქვს. ახალი სფეროები გაიხსნა რაღაც ჩემს ტვინში, რომელიც არ ვიცოდი რომ იყო“, - ამბობს ლიკა ევგენიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕28 თებერვალი ძიუდოსა და სამბოს ლეგენდის დავით ხახალეიშვილის დაბადების დღეა