Digest Logo

🎥 როგორ გამოიყურება ლოლა წერეთელი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ: „ვნერვიულობდი, ნარკოზიდან რომ ვერ გამოვიდე - ასეთი ფიქრებით“

1765457875
ლოლა წერეთელი

გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი მომღერალი ლოლა წერეთელი იყო, რომელიც მაყურებლის წინაშე ახალი იმიჯით წარდგა. მან სომხეთში პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რითაც ძალიან კმაყოფილია.

როგორც მომღერალი ამბობს, კარგი ექიმის მოძებნას 2 წელი მოანდომა, ახლა კი იგი შედეგით ტკბება. 

ოპერაციიდან 2 თვე 15 დეკემბერს ხდება. 

რა დაუჯდა ლოლა წერეთელს ოპერაცია და როგორ გაიარა რეაბილიტაციის პერიოდი, ნახეთ ვიდეოში👇

„არ მეშინოდა, ღმერთს ვთხოვდი, გამოსულიყო ის, რაც მთელი გულით და სულით მინდოდა. 

2 წელი მოვანდომე კარგი ექიმის მოძებნას. არ ვამბობ, რომ გვინდა 20 წლის გოგოშკები გავხდეთ, მაგრამ ყველა ქალს უნდა სილამაზე. არ შემცვლია სახე, დარჩა ის რაც ვიყავი. 

მარტო არ ვყოფილვარ, ჩემი მეგობარიც იყო. შინაგანად ცოტა ვნერვიულობდი, ნარკოზიდან რომ ვერ გამოვიდე და ასეთი ფიქრები. 

რომ გავიღვიძე ცოტა წყალი ვთხოვე, მტკიოდა, მაგრამ ვითმენდი. საერთოდ არ მემღერებოდა. სარკეში რომ დავინახე ჩემი თავი, ცუდად გავხდი, გავთეთრდი. მეგონა, ყბა აღარ მქონდა. პატარა კოვზით პიურეს ვჭამდი, 4-5 კოვზს“, - ამბობს ლოლა წერეთელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 შეხვედრა 10 წლის უნახავ მამასთან - დათუნა ტატულაშვილი ემოციურ კადრებს აქვეყნებს

რატომ არ მუშაობს „ხვალიდან ვიწყებ“? - კვების ფსიქოლოგის ნატა გაგუას განმარტება

🎥 „ადამიანები იცვლიან ხასიათს... თუ სწორად არ გიცხოვრია, სამყარო გივლენს სირთულეებს“ - რას ამბობს უჩა სიხარულიძე კარმულ კვანძებზე