Digest Logo

🎥 შეხვედრა 10 წლის უნახავ მამასთან - ცნობილი „ტიკტოკერი“ დათუნა ტატულაშვილი აშშ-დან ემოციურ კადრებს აქვეყნებს

1765454728
დათუნა ტატულაშვილი

დათუნა ტატულაშვილი საზოგადოებამ „ტიკ-ტოკ“ პლატფორმიდან გაიცნო. იგი იუმორისტული ვიდეოების საშუალებით მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში და უამრავი გულშემატკივარი შეიძინა.

იუმორისტმა სოციალურ ქსელში მამასთან შეხვედრის ემოციური კადრები გაავრცელა.

„10 წლის შემდეგ ვნახე მამიკო NewYork-ში“, - წერს დათუნა ტატულაშვილი. 

დაიჯესტი“ იუმორისტის ერთ-ერთ ინტერვიუს შეგახსენებთ, რომელიც „დაიჯესტმა“ რამდენიმე წლის წინ ჩაწერა. დათუნა ბავშვობაზე და ოჯახზე გვიყვებოდა. 

„ძალიან მშვიდი ბავშვი ვიყავი. ჩემს ოჯახში სულ ხმაური და ქეიფი იყო, რასაც ვერ ვიტანდი, ეს ახლაც ცუდად მახსენდება, სულ სიმშვიდეში მინდოდა ყოფნა. შეიძლება, ახლაც ეგონოს ვინმეს, რომ ძალიან მხიარული ვარ, გასვლა და ბარში ან კლუბში „გულაობა“ მიყვარს, მაგრამ პირიქით, ვერ ვიტან ამ ყველაფერს. მირჩევნია, სახლში მეგობართან ერთად ღვინო დავლიო. მთავარია, ვის გარემოცვაში ვარ. იუმორიც მაშინ მოდის, როცა ჩემთან ერთად მყოფი ადამიანები შესაბამის განწყობაზე მაყენებენ. ქუჩაში ზოგჯერ ისეთი სახით დავდივარ, რომ მოუწერიათ კიდეც, დაგინახე და ძალიან ცუდი სახე გქონდა, იმედია, რეალურად ეგეთი არ ხარო. სინამდვილეში უჟმური არ ვარ, მაგრამ სიმშვიდე ძალიან მიყვარს“, - ამბობდა დათუნა „დაიჯესტთან“. 

– ვინ არიან შენი ოჯახის წევრები და ისინი როგორ აღიქვამენ შენს აქტიურობას და პოპულარობას?

„ბებიასთან, ბიძასთან, დედასთან და ძმასთან ერთად ვცხოვრობ. მამა რვა წელია, ამერიკაშია. მეც მქონდა სურვილი, მაგრამ მაქსიმუმ, ერთი თვით წავსულიყავი, ჩემი ქვეყნის გარდა ვერსად ვიცხოვრებ, გამოცდილებამაც ეს მიჩვენა. რამდენიმე თვით ვიყავი ესპანეთსა და იტალიაში და დეპრესიით დავბრუნდი. ნერვიულობით ვკვდებოდი, ყველა მენატრებოდა. ჩემი ოჯახი დღემდე ვერ ხვდება ჩემს პოპულარობას. დედაჩემს რომ ეუბნებიან, ძალიან მიყვარს თქვენი შვილი, სულ ვუყურებო, გაკვირვებული მეტყვის ხოლმე: ვაიმე, დათუნა, რას აკეთებ ასეთსო (იცინის). ჩემი ოჯახის წევრებს „ტიკ-ტოკი“ საერთოდ არ აქვთ და ამიტომ ვერ იაზრებენ ამას, მხოლოდ „შაბათის შოუში“ მიყურებენ“, - გვიყვებოდა იუმორისტი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

რატომ არ მუშაობს „ხვალიდან ვიწყებ“? - კვების ფსიქოლოგის ნატა გაგუას განმარტება

🎥 „ადამიანები იცვლიან ხასიათს... თუ სწორად არ გიცხოვრია, სამყარო გივლენს სირთულეებს“ - რას ამბობს უჩა სიხარულიძე კარმულ კვანძებზე

„ეს არის დღე, როცა ერთი გადაწყვეტილება ყველაფერს ცვლის“ - თაკო მელიქიშვილი 11 დეკემბრის ენერგიებზე