კარმული კვანძი ბირთვული წერტილია, რაც ასტროლოგიური რუკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს.
კარმული კვანძები ასტროლოგიაში დაკავშირებულია ადამიანის კარმულ გზასთან.
არსებობს ორი სახის, აღმავალი და დაღმავალი კვანძი, რაზედაც ვრცლად, სოციალურ ქსელში ასტროლოგი უჩა სიხარულიძე საუბრობს:
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარმული წერტილები რუკაში, რასაც კარმულ კვანძებს ვეძახით - აღმავალი და დაღმავალი კვანძი.
დაღმავალი კვანძი არის ჩვენი წინა ცხოვრების გამოცდილება, სადაც დევს ჩვენი ტალანტი, ნიჭი, შესაძლებლობები, ენერგეტიკა, მაგრამ დაღმავალი კვანძი გვეუბნება, რომ ამ ცხოვრებაში აი, ამ განვითარების დონეზე აღარ უნდა გავჩერდეთ. უნდა გამოვიყენოთ აღმავალი კვანძის ენერგეტიკა. ეს არ ნიშნავს, რომ წინა ცხოვრებიდან გადმოყოლილი ენერგიები უნდა უარვყოთ.
აღმავალი კვანძი გვეუბნება, ეს არის გზა, რომელსაც არ იცნობ, არ გაქვს გამოცდილება, ძალიან გინდა და სწორედ აქ გელოდება შენი ცხოვრების მთავარი გამოცდილება.
კარმულ კვანძებს ყოველ 18,5 წელიწადში ერთხელ აქვს დაბრუნება, ეს არის მომენტი, როდესაც სული გვიბრუნდება იმის გადასახედად, თუ რამდენად სწორად მივდივართ. კარმული კვანძების დაბრუნების პერიოდში ძირითადად ასე ხდება ხოლმე, რომ ადამიანები იცვლიან ხასიათს. თუ სწორად არ გიცხოვრია, სამყარო გივლენს სირთულეებს“, - ამბობს უჩა სიხარულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს არის დღე, როცა ერთი გადაწყვეტილება ყველაფერს ცვლის“ - თაკო მელიქიშვილი 11 დეკემბრის ენერგიებზე