Digest Logo

„დღეს რომ ცოცხალი ვარ, უწმინდესის დამსახურებაა“ - ირაკლი იმნაიშვილი ილია მეორეზე

1773837480
ირაკლი იმნაიშვილი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი სიცოცხლე აწ გარდაცვლილის დამსახურებაა. 

გარდა ამისა, ირაკლი იმნაიშვილმა ილია მეორესთან ერთად გადაღებული ფოტოც გაავრცელა:

„უფალმა გაანათლოს ჩვენი პატრიარქის სული.

დღეს რომ ცოცხალი ვარ, უწმინდესის დამსახურებაა“, - წერს ირაკლი იმნაიშვილი. 

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.

მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

 ასევე დაგაინტერესებთ: 

„ბოლო წლებში მხოლოდ ორჯერ - შობას და აღდგომას ვერ შეძლო სამებაში მისვლა, 2026 წელს მაინც მივიდა“ - გოგა ჩანადირი

ცნობილია, სად და როდის დაკრძალავენ ილია მეორეს

„თქვენი სიტყვა, სითბო და სულიერი ძალა მუდამ გვემახსოვრება...“ - თაკო ჩხეიძე ილია მეორეზე