Digest Logo

„ბოლო წლებში მხოლოდ ორჯერ - შობას და აღდგომას ვერ შეძლო სამებაში მისვლა, 2026 წელს მაინც მივიდა“ - გოგა ჩანადირი

1773836693
გოგა ჩანადირი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი გამოეხმაურა და სამების ტაძარში აწ გარდაცვლილის ბოლო ვიზიტი გაიხსენა.

მან ხაზი გაუსვა პატრიარქის ღვაწლს სამების ტაძრის აშენებაში:

„ეს არის პატრიარქ ილია მეორის ბოლო მობრძანება სამების საკათედრო ტაძარში.

მისი ღვაწლით აიგო სამება და 2004 წელს მანვე აკურთხა.

უყვარდა ახალი ტაძარი.

ბოლო წლებში მხოლოდ ორჯერ - შობას და აღდგომას ვერ შეძლო სამებაში მისვლა. 2026 წელს შობას მაინც მივიდა.

დაგვლოცა ყველა. 

ახლა ისევ მის საყვარელ სამებაში მივაგებთ პატივს და შენდობას ვთხოვთ.

სამება პატრიარქის სამყოფელია...“, - წერს გოგა ჩანადირი. 

 ასევე დაგაინტერესებთ: 

ცნობილია, სად და როდის დაკრძალავენ ილია მეორეს

„თქვენი სიტყვა, სითბო და სულიერი ძალა მუდამ გვემახსოვრება...“ - თაკო ჩხეიძე ილია მეორეზე

„ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ, ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება... იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!“ - ილია მეორის ლექსი