
როგორ შეიქმნა „ურსა” და როგორი იყო ჯგუფის განვითარების ეტაპები? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „შუადღე“ თავად ჯგუფის წევრებმა და ვოკალისტმა, გიორგი ძოწენიძემ ისაუბრეს:
„თითოეულ ჯგუფის წევრს უნდოდა რომ დაგვეკრა ერთობლივად. ცალ-ცალკე ყველა ვუკრავდით და ვმღეროდით, მაგრამ გაჩნდა ჯგუფის შექმნის იდეა. გიორგი ქურასბედიანი არის ჩვენი მეგობარი, ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, რომელმაც გვითხრა და ასე გავიცანით ერთმანეთი. ჩვენ გარდა უამრავი ჯგუფი იყო, უნიჭიერესი ადამიანები. გიორგი ქურასბედიანმა მოაწყო პატარა კასტინგი და ასე მოხდა ჩვენი შეკრება.
რაც შეეხება სახელს, ჩვენ ჯგუფში სხვა ჯგუფის წევრებიც იყვნენ, მაგრამ რაც დრო გადის, რა თქმა უნდა იფილტრება. ჩვენი მეგობრის თამარ ალადაშვილის მოფიქრებულია სახელი „ურსა“. ძალიან მოგვეწონა. ყურშიც კარგად ჟღერს ქართველისთვის“, - ჰყვებიან ჯგუფის წევრები.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლიამ პეინს 24 მილიონ ფუნტზე მეტი ქონება დარჩა - მას ანდერძი არ დაუტოვებია
⭕როგორ აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახმა „პსჟ-ს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა - ფოტოები