
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გავიდა.
ტრადიციულად, ოჯახი მასთან იყო და ტრიბუნიდან ამხნევებდა. სოციალურ ქსელში კადრებს ხვიჩა კვარაცხელიას დედა, მაკა ლუკავა და მეუღლე, ნიცა თავაძე აქვეყნებენ. მამიკოს ამხნევებდა პატარა დამიანეც.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში PSG - მილანის „ინტერს“ შეხვდება, რომელმაც 6 მაისს დაძაბულ ბრძოლაში „ბარსელონა“ 4-3 დაამარცხა. ფინალი 31 მაისს მიუნხენში გაიმართება.
PSG-ს „არსენალზე“ გამარჯვებაში დიდი წვლილი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა.
იხილეთ ფოტოები:
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩვენ „ფერმერთა ლიგა“ ვართ, მაგრამ ხანდახან ვიგებთ“ - ლუის ენრიკე