Digest Logo

როგორ უნდა აიღოთ საერთაშორისო მართვის მოწმობა და სად იმოქმედებს დოკუმენტი?

1723665963
მართვის მოწმობა

მომსახურების სააგენტომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო.

საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა 1 წლის ვადით, ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე.

     როგორ უნდა აიღოთ საერთაშორისო მართვის მოწმობა და სად იმოქმედებს დოკუმენტი?

ამ დოკუმენტით თავისუფლად შეძლებთ გადაადგილებას ისეთ ქვეყნებში როგორიცაა:

აშშ, ირლანდია, იაპონია, კანადა, არგენტინა და სხვა.

ვენის კონვენციის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.

„მომსახურების სააგენტო, ასევე, გასცემს ვენის კონვენციით გათვალისწინებულ საერთაშორისო მართვის მოწმობებს. მას დაემატა ჟენევის კონვენციით გათვალისწინებული მართვის მოწმობები, რაც გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ აღნიშნული მართვის მოწმობით ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: აშშ, კანადა, ირლანდია, იაპონია და.ა.შ. 

აუცილებელია, საქართველოს მოქალაქემ წარმოადგინოს - ეროვნული მართვის მოწმობა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა“, - აცხადებს შსს-ს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის უფროსი ზურაბ კიკნაძე. 

ჟენევის კონვენციის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გოგო დღესასწაული“ - თიკა ფაცაცია უახლეს ფოტოებს აქვეყნებს

⭕ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო

⭕„დიდი მადლობა ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისთვის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს ექნებათ იმ ყველაფრის გამოცდის შანსი, რაც მე დამეხმარა მიზნებთან მისვლაში “ - გიორგი ქოჩორაშვილი