
ფსიქოლოგი მაია ცირამუა „შუადღის“ სტუმარი იყო.
მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ვასწავლოთ ბავშვს ემპათია და როგორ გავუღვივოთ მას სხვის მიმართ თანაგრძნობა, ასევე მშობლებს რამდენიმე რჩევაც გაუზიარა.
„10 წლამდე ბავშვის აზროვნება ეგოცენტრულია, ის სამყაროს განიხილავს თავის გარშემო, ის რაც მისი სურვილის საგანია, ამის იქით არ შეუძლია გაითვალისწინოს სხვისი პერსპექტივა და სურვილები, ეს არის ბავშვის განვითარების ნორმალური მახასიათებელი, როცა ვფიქრობთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, ბავშვებში მორალის განვითარების თავისებურებები უნდა გავითვალისწინოთ.
მნიშვნელოვანია ემპათიურობის ჩამოყალიბებისთვის როგორი გარემო ხვდება ბავშვს, რამდენად მაღალია მშობლების ჩართულობა, ვგულისხმობ მშობლის ემოციურ ხელმისაწვდომობას, რამდენად არის ზრდასრული ადამიანი მზად იმისთვის, რომ ბავშვის ემოციები დაიტიოს. როცა ბავშვი ბევრ არაემპათიურ ადამიანს ხედავს, რომელთაც მისი არ ესმით და მუდმივი კონფლიქტი აქვთ, სერიოზული რისკის ფაქტორია, რომ ბავშვს ემპათიური გრძნობის დეფიციტი ჰქონდეს. როცა მშობელი ხელს კი არ კრავს გაბრაზებულ ბავშვს ან სჯის, არამედ ცდილობს მხარი დაუჭიროს ემოციურად და დაეხმაროს ამ ემოციის გადალახვაში, დაეხმაროს დამშვიდებაში, დაუყვავოს ან მოეფეროს, ეს ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ემპათიის უნარი განუვითარდეს. ბავშვები ყველაზე კარგად სწავლობენ მიბაძვით.
ადამიანს ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია შეავსოს ის დეფიციტი რომელიც შეიძლება სხვადასხვა გარემოების მიმართ ვერ ჩამოუყალიბდა. მთავარია ამის ნება და სურვილი გაუჩნდეს“, - ამბობს ფსიქოლოგი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 როგორ უნდა გავაცილოთ 2023 წელი? - ანზორ ოდიშარიას რჩევები ზოდიაქოს ნიშნებს
🔵„ასეთი უსუსური მხოლოდ ერთხელ ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე