
„31 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის ხანმოკლე გაძლიერება“, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მერწყულის ეპოქა სავსე და ღია იქნება ინფორმაციული აღმოჩენებით...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?
⭕ წნევა ორსულებში - რა უნდა ვიცოდეთ პატარების ჯანმრთელობისთვის