22 აპრილს ქუთაისში მზიანი ამინდია, დღისით +22 და ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ოზურგეთში ღრუბლიანი ამინდია. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.
ბათუმში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
დღე მშრალია ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მცირე ნალექია მოსალოდნელი წვიმის სახით. დღისით ტემპერატურა +23 ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმში მცირე ნალექი და +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც ღრუბლიანი დღეა. დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +19გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში მზიანი ამინდი და დღისით +20გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მზიანი დღეა, თუმცა მცირე წვიმას ელოდებიან. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +17 იქნება დღისით, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ბაკურიანში, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი.
მზეს ელოდებიან გორში, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზეა ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.
ომალოშიც მცირე ნალექია. დღისით +6 ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მცირე ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მზე იქნება თელავში, სადაც +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
რუსთავში უნალექო და მზიანი დღეა. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც უნალექო და მზიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ: