Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 ოქტომბერს საქართველოში

1759985863
ამინდიამინდი

9 ოქტომბერს, ქუთაისში იწვიმებს, დღისით +27და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექი და ქარია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +26, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიანი დღეა სოხუმში. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიანი ამინდია, ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც მზიანი დღეა, +27 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექს და ქარს ელოდებიან გორში, დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა და ქარი იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +18, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიან ამინდს და მცირე ქარს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მცირე ქარი და უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ოდესმე თუ გიფიქრიათ - რა გსურთ სინამდვილეში, ფული თუ ის, რასაც ფულით ყიდულობთ?...“ - რას წერს ეზოტერიკოსი

„ძალიან ლამაზი ქალბატონი“ - ეკატერინე ტუღუში ჰალკიდიკიზე გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს

„ქართული სულის და ქართული მარადიულობის ბეღელი! მიყვარხარ, ჩემო კახეთო“ - როგორია ხათუნა ხოფერიას შემოდგომა