Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1770008356
ამინდი - წვიმა

2 თებერვალს ქუთაისში წვიმებს, დღისით +17 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +15, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვას ვარაუდობენ, დღისით 5 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში იწვიმებს, ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში თოვლს ელოდებიან დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც იწვიმებს, +7 იქნება დღისით, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +12 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვს გუდაურში, დღის განმავლობაში 2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება.

თოვლია ომალოშიც დღისით -3, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 3 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც იწვიმებს. დღისით +11 გრადუსი, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 4 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში წვიმაა ნავარაუდები, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მოღრუბლული ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 4 გრადუსი იქნება.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

„სავსემთვარეობა აძლიერებს განცდებს, სურვილებსა და შინაგან ხმას“ - 2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 როგორ დაიწყო საქართველოს სულიერი გარდაქმნა 17 საუკუნის წინ - ქვეყნის გაქრისტიანების ისტორია

საქართველოში კომედიის თეატრი იქმნება - იდეის ავტორები პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე არიან