Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1779602485
ამინდი - წვიმა

24 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +25, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც წვიმაა, +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 11 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +20 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში, დღისით +24 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება.

ომალოშიც იწვიმებს. დღისით +16 ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა ნივთებს არ უნდა შეეხოთ სხვის სახლში, რომ სერიოზულ უსიამოვნებებს ასცდეთ - ეზოტერიკოსის რჩევები!

⭕5 ნიშანი იმისა რომ ადამიანი სულ თქვენზე ფიქრობს

⭕ „ნალექი, ელჭექი და სეტყვა“ - გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს