დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ცალკეულ რაიონებში დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია შესაძლებელი.
თბილისში დღე ნაწილობრივ მზიანი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 18-29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. დილით შედარებით გრილი ამინდი იქნება, დღის განმავლობაში კი ტემპერატურა მოიმატებს.
ამინდი განსაკუთრებით ცვალებადი შესაძლოა იყოს ქვეყნის დასავლეთ და მთიან რაიონებში, სადაც ხანმოკლე ნალექისა და ელჭექის ალბათობაა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ტემპერატურა ეტაპობრივად დაიკლებს და კვირის ბოლოს საქართველოში უფრო გრილი ამინდი დამყარდება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რუსთავში სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა
⭕ „მანიპულატორი მამაკაცის 3 ფრაზა, რომლითაც გონებას გირევს...“ - რას წერს ფსიქოლოგი