14 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი.
ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმშიც უნალექო ამინდია. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +28, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმშიც. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 5 გრადუსი იქნება.
ბორჯომში უნალექო დღეა, +24 იქნება დღისით, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 3 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +24 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც უნალექო ამინდია. დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +15, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მცირე ნალექს ელოდებიან. დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „გლოვობ ყველაფერს, რაც გინდოდა მომხდარიყო და არ მოხდა“ - გიორგი რაზმაძის განმარტება