
6 ივლისს ქუთაისში დღისით +27 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ.
ოზურგეთში უნალექო ამინდია. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. არც ბათუმში იწვიმებს. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი მოსალოდნელი არ არის. წვიმს ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +29, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი სოხუმში. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმს, ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმა არ არის მოსალოდნელი ჭიათურაში, სადაც დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც უნალექო დღეა, +29 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც უნალექო დღეა. დღისით +28 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
გუდაურშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.
ომალოში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +19, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში დილით წვიმაა მოსალოდნელი, თუმცა შემდეგ უნალექო ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: