
ფილოლოგი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და პერიოდულად შთამაგონებელ სტატუსებს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მის ცხოვრებაზე დაკვირვებას უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც ფეხბურთელების ტოპ ათეულს ასახელებს:
„დღეს ბევრი ფეხბურთზე საუბრობს - პსჟ დრამატული მეოთხედფინალის შემდეგ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის 4 საუკეთესო გუნდში მოხვდა, რამდენიმე წუთში კი რეალისა და დორტმუნდის შეხვედრა იწყება.
ეს მარადიული თამაშია და მარადიულ ინტერესს იწვევს.
გთავაზობთ ყველა დროის მსოფლიო ნაკრების ჩემს ვერსიას.
რა თქმა უნდა, პრეტენდენტი გაცილებით მეტია, ვიდრე ადგილი გუნდში (თითოეულ სქემაში თუ პოზიციაზე არაერთ გამორჩეულ მოთამაშეს ვიცნობთ) და ბევრი რამ გემოვნების საკითხია.
დავა ყველაფერზე შეიძლება, მე კი ამ თემას ასე ვხედავ:
1. ბუფონი
2. კაფუ
3. ბობი მური
4. ბეკენბაუერი
5. მალდინი
6. მარადონა
7. ზიდანი
8. კრუიფი
9. რონალდინიო
10. პელე
მესმის, რომ ფუნქციური ბალანსის თვალსაზრისით ვინმემ შეიძლება პრობლემა დაინახოს, მაგრამ ამ მოთამაშეებისთვის სიტყვა „შეუძლებელი“ მაინცდამაინც დამაჯერებლად არ გამოიყურება.
ყველა შესაძლო ტაქტიკური პრობლემის მიუხედავად ასეთ გუნდთან გამარჯვებას, ვფიქრობ, ვერავინ შეძლებდა.
თუმცა ვერაფერს დავიჩემებ - სადაც სიყვარულია, იქ არგუმენტები ისვენებენ“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მე ბედნიერების მჯერა...“ - რა ეტაპზეა თიკა ფაცაციას ახალი სიმღერა