Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში - მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის პროგნოზი

1727519537
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

აჭარის სანაპირო ზოლში - მზიანი და წყნარი, დასავლეთის დაბლობზე - მზიანი, მაგრამ ქარიანი, აღმოსავლეთის ბარში კი დროდადრო ღრუბლიანი და გრილი ამინდია მოსალოდნელი.მომდევნო სამი დღის განმავლობაში, საქართველოში შემოდგომისთვის დამახასიათებელი ამინდია მოსალოდნელი, სხვადასხვა რეგიონებში განსხვავებული ამინდის პირობებით, თუმცა ძირითადად კარგი.

2 ოქტომბრამდე, სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია მზიანი ამინდი, ტემპერატურა +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს.დასავლეთშიც მზიანი ამინდი იქნება, მაგრამ ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, გურიის მთიან სოფლებში, სამეგრელოს ცალკეულ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ძლიერი აღმოსავლეთის ქარი შესაძლებელია 30 მეტრ წამამდე, ტემპერატურა +29, +31 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთში დროდადრო მოიღრუბლება და აღარ იწვიმებს, ტემპერატურა კი შედარებით დაბალი იქნება +24, +26 გრადუსი“, - წერს ფარტენაძე.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ერთი წერტილი ვარ უსასრულო სამყაროში, რადგან ღმერთი ჩემი არსების მიღმაა...“ - რას წერს გია მურღულია?

„ამერიკაში ჩამოხვალ და დათი არ ნახო, დანაშაულია... აი, ვინ არის ნამდვილი ჩემპიონი“ - პეტრე კოლხი

რატომ დაარქვა თამარ ალადაშვილმა ქალიშვილს დედამთილის სახელი და რატომ ზრუნავს ის საკუთარ თავზე ყველაზე ნაკლებად