Digest Logo

როგორია მაკა ძაგანიას ცხოვრება ქალაქგარეთ - „ვაზში შესვლა ჩემთვის დღესასწაულის ტოლფასია…“

1732542817
მაკა ძაგანია

მსახიობის მაკა ძაგანიასა და გიგა ცერცვაძის იდილიური ოჯახური ცხოვრება ქალაქგარეთ ვენახის გაშენებამ კიდევ უფრო გაამყარა და სხვა ელფერი მისცა. ვენახში ყოველდღიური შრომა ბიოღვინის წარმოების სურვილს უკავშირდება, მთელი სამომავლო გეგმები სწორედ ღვინოს უკავშირდება, პროფესიული პაუზა კი, როგორც მაკას სჯერა, დროებითია და სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ აღდგენასაც ელოდება…

ქალაქგარეთ საცხოვრებლად გადასვლა და ვენახის გაშენების ამბავი სპონტანური გადაწყვეტილება იყო თუ ნაფიქრი?

პანდემიის დროს, როცა მარტყოფის აგარაკებზე წავედით, ასე ვთქვათ, პანდემიას გავექეცით. მერე, როცა პანდემია გაგრძელდა, ნელ-ნელა დავიწყეთ იქაური ცხოვრებით ცხოვრება, მიწა, ბოსტანი… მივხვდით, რომ ბევრად მეტი გვინდა, ვიდრე ბოსტანია. დავიწყეთ ფიქრი, რა და როგორ ჯობდა – ხეხილი ჯობია თუ ყურძენი? მაგრამ ორივეს ვაზმა გვძლია, გენეტიკურად ისე დევს ჩვენში ეს ამბავი…

მერე, ალბათ, წამოვიდა ძალიან ბევრი სირთულე…

ფიზიკური შრომის გარდა, წამოვიდა ფინანსური სირთულეები. ბევრი წერდა ჩემზე, მაგას რა ენაღვლებოდა, დანაზოგი ექნებოდაო. მსახიობზე რომ ამას იტყვი საქართველოში (იცინის)… რთული პერიოდი იყო, ისედაც უმუშევრად ვიყავით დარჩენილები… რაღაცნაირად მოვახერხეთ სესხის აღება, გაგვიმართლა. ყველაფერი ისე აეწყო, თითქოს ასეც უნდა მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ რთულია ბანკთან ურთიერთობა, მაინც ძალიან მადლობელი ვარ.

როგორ ღვინოს აწარმოებთ?

ბიოღვინოს, სერტიფიკატზე განაცხადი უკვე შევიტანეთ და პირველი შემოწმებაც გავიარეთ. სამი წელი სჭირდება ამ სერტიფიკატის მიღებას – მერე ვიტყვი, რომ ბიოწარმოება გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, უფრო რთულია, მოსავლელად ბევრად ძნელია და ფინანსებიც მეტი უნდა.

არ ვიცი, სამომავლოდ რა იქნება, მაგრამ ვაზში შესვლა ჩემთვის არის დღესასწაულის ტოლფასი. სხვანაირად ვისვენებ. მიუხედავად ფიზიკური შრომისა, ტვინი ისვენებს და სხვა საზრდოს იღებ. იმდენად სასიამოვნოა ეს დაღლა, რომ არ ვიცი… მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი განწყობით შედიხარ ამა თუ იმ სამსახურში. თუ არ გიყვარს, ტანჯვად გექცევა და ის ხარისხიც აღარ არის. მგონი, გიგას ჩემზე მეტად აქვს ეს დამოკიდებულება, გიგა უფრო მეტად გაერკვა, ის მასწავლის რაღაცებს. შეცდომებსაც ბევრს ვუშვებთ, მაგრამ ვხვდებით და მომავალ წელს აღარ გავაკეთებთ…

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ხანდახან გაპრანჭვა მართლაც მენატრება, მაგრამ ტალახში, ტყეში ვის გავეპრანჭო? რაც გიორგი პრეზიდენტი აღარ არის და აღარ მიწევს“ - მაკა ჩიჩუა

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული - როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად იყოთ!

„ულამაზესი ოჯახი...“ - მარიამ სანოგო ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

წყარო: fortuna.ge