Digest Logo

🎥 როგორია მარიამ შენგელიას მოლოდინები და განწყობა „ევროვიზიის“ დაწყებამდე - პირდაპირი ჩართვა შვეიცარიიდან

1747139364
მარიამ შენგელია

დღეს, 13 მაისს 23:00 ევროვიზია 2025-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება. 

მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენლები იმღერებენ. ესენია: ისლანდია, პოლონეთი, სლოვენია, ესტონეთი, უკრაინა, შვედეთი, პორტუგალია, ნორვეგია, ბელგია, იტალია, აზერბაიჯანი, სან მარინო, ალბანეთი, ნიდერლანდები, ხორვატია და კვიპროსი. მათგან ფინალურ შოუზე მხოლოდ ათი ქვეყანა გადავა.

საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია 15 მაისს ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალურ შოუზე მე-10 ნომრად წარდგება.

როგორია მარიამ შენგელიას მოლოდინები და განწყობა ამაზე მომღერალი „შუადღეს“ ესაუბრა:

„გვაქვს ძალიან დიდი შემართება, დიდი მოლოდინები, განწყობა არის ძალიან ძალიან კარგი, ერთი სული გვაქვს წარვდგეთ მაყურებლის წინაშე 15 მაისს, მეათე ნომრად. 

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, გვაქვს ქართული კულტურის დღეები და ველოდებით სტუმრებს, რომ კიდევ ერთხელ კარგად ვაჩვენოთ ჩვენი კულტურა. 

იდეალური გარემოა, ყველასთან დიდი სიყვარულია, არ არსებობს ცუდი განწყობა და დაძაბულობა“, - ამბობს მარიამ შენგელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჯერ მდგომარეობიდან არც გამოვსულვარ, ჩემს თავს უნდა შევებრძოლო, რომ ძლიერი ვიყო“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი ძმის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე

🎥 „ეს არის შაბლონების რღვევის, ომების გააქტიურების, გამწვავების და გაღვივების პერიოდი“ - მარიამ შუკაკიძე პლუტონის რეტროგრადულობაზე

„ძალიან ცეცხლოვანი ქალი ხარ“ - ეკატერინე ტუღუში ახალ ფოტოებს გვიზიარებს