კომპოზიტორი და მუსიკოსი მარიკა კვალიაშვილი სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც ილია მეორის შესახებ ისაუბრა და მისი სიკეთეები გაიხსენა.
როგორც თავად ამბობდა, 21 წლის შვილის გარდაცვალების შემდეგ ილია მეორემ მას დიდი კელაპტარი მისცა, რომელიც 40 დღე ენთო:
„რომ არა პატრიარქი, ჩემი შვილის ამბავი ძალიან გამიჭირდებოდა.
დიდი კელაპტარი მომცა, რომელიც 40 დღე მენთო და თვითონაც 40 დღე იხსენიებდა.
ორი კვირის თავზე საგალობელი დავწერე და ტაძარში შევასრულეთ, მაშინ ის სიონის გვერდზე ეზოში ცხოვრობდა, ჩაიწერა და დღემდე გალობენ ამ საგალობელს“, - ამბობდა მარიკა კვალიაშვილი პატრიარქზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო პატრიარქი დაესწრება