საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში UFC-ს ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე გამოეხმაურა და ვიდეომიმართვა გაავრცელა.
მან სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა და თქვა, რომ იგი ყველასთვის დიდი დანაკარგია:
„მინდა მივუსამძიმრო საქართველოს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალება.
ის ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენთვის, ჩვენი ერისთვის. ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია. ილია მეორესაც ეს სურდა“,- ამბობს რომან დოლიძე.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და 22 მარტამდე გაგრძელდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო პატრიარქი დაესწრება