
სპორტული სიახლეების გვერდი Geo Team-ი სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელთან და კაპიტანთან, ჯაბა კანკავასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
Geo Team-ის ინფორმაციით, „დინამო თბილისი“ კანკავას ტრანსფერის შესახებ დაუკავშირდა:
„BREAKING: დინამო თბილისი ჯაბა კანკავას დაუკავშირდა
Geo Team-ის ინფორმაციით, „დინამო თბილისი“ საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ჯაბა კანკავას ტრანსფერზე მუშაობს და მხარეებს შორის პირველი კომუნიკაცია უკვე წარმატებით შედგა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, თბილისური გუნდი 38 წლის ნახევარმცველისთვის მისაღები კონტრაქტის შეთავაზებაზე მუშაობს.
2024 წლის ზაფხულში „სლოვანიდან“ წამოსვლის შემდეგ ჯაბა კანკავა თავისუფალი აგენტია და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ფეხბურთელს ჯერ კიდევ ზაფხულშივე საქართველოს ამჟამინდელი ჩემპიონი იბერია დაუკავშირდა, თუმცა იმ მომენტისთვის ჯაბა ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას არ განიხილავდა“, - წერს Geo Team-ი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: