Digest Logo

„როცა არმანის შოურუმში შევიდა, მთელი გუნდი სუნთქვაშეკრული უმზერდა... ქალი, რომელსაც გენებში აქვს ლალი ბადურაშვილის სილამაზე და ეკა კახიანის დახვეწილობა“ - რას წერს ნინი ბადურაშვილის მენეჯერი?

1756370312
ნინი ბადურაშვილი

მომღერალი ნინი ბადურაშვილი იტალიაშია, იგი ვენეციის კინოფესტივალზე მიიწვიეს და უკვე ადგილზე იმყოფება.

მოდელი მსოფლიო ბრენდის, ARMAN-ის ამბასადორი იქნება საქართველოდან.

მომღერლის მორგი კადრებს და მისი გამოსვლის შესახებ სოციალურ ქსელში ინფლუენსერი და მისი მენეჯერი კოკი ფერაზი-ფანგანი წერს.

„ის საქართველოდანაა. 

ქალი, რომელსაც გენებში აქვს ლალი ბადურაშვილის სილამაზე და ეკა კახიანის დახვეწილობა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის არის თავისი თაობის ყველაზე ლამაზი ქალი!  ბუნებრივად ლამაზი, თავდაჯერებული და დიდებულად ქართული.

როცა არმანის შოურუმში შევიდა, მთელი გუნდი სუნთქვაშეკრული უმზერდა, მათი აღფრთოვანება სიტყვებში ვერ ეტეოდა და წუთში ერთხელ უმეორებდნენ: „you are so beautiful!“  
და შემდეგ, რა თქმა უნდა, დაინტერესდნენ საქართველოთი  აღმოჩნდა, რომ ორი მათგანი უკვე ყოფილა ჩვენს ქვეყანაში და აღფრთოვანებით იხსენებდნენ:

„უგემრიელესი სამზარეულო გაქვთ, საოცრად თბილი და მზრუნველი მასპინძლები ხართო დაგვპირდნენ,რომ აუცილებლად ისევ ჩამოვიდოდნენ. 

ეს არის საქართველო სილამაზის, დახვეწილობისა და სითბოს სამშობლო! მარიამობას გილოცავთ“,  - წერს კოკი ფერაზე ფანგანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და ფასეული ადამიანობა, სითბო და სიყვარულია და არა გუჩი თუ დოლჩე გაბანა“ - რას წერს კოკი ფერაზი ფანგანი?

⭕ქეთი ხატიაშვილი საზოგადოებას მარიამობას ულოცავს და შვილების კადრებს აქვეყნებს

⭕„მარიამობას გილოცავთ! დაე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავის ღვთაებრივ ძეს შეავედროს ჩვენი საქართველო, თითოეული თქვენგანი და ყველა, ვინც გიყვართ“ - გია მურღულია