ფული, შვილები და პოსტსაბჭოთა ტრავმები - როგორ ვასწავლოთ ბავშვს ფულის ყადრი?
ჩვენი ბავშვობის „უწყინარი“ სიტყვები სინამდვილეში ის მძიმე ფინანსური ბლოკებია, რომლებიც ქვეცნობიერად დღემდე გვმართავენ.
💡ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი შვილები იყვნენ წარმატებულები და ფინანსურად თავისუფლები, თუმცა რეალურად — მოგვყვება თუ არა მემკვიდრეობად პოსტსაბჭოთა აზროვნების დაღი, რომელსაც გაუცნობიერებლად გადავცემთ მომავალ თაობას?
✨ სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს თემაზე „კენჭაძის აკადემიის“ დამფუძნებელმა, დავით კენჭაძემ პოდკასტში „ასმ“ ისაუბრა:
„შვილისთვის რაღაცების ყიდვა და გაკეთება არის ტოპ და მერე სად მიდის ხოლმე ეს პრობლემა? მერე პრობლემა გადადის ცოლს და ქმარს შორის ურთიერთობაში. იმიტომ, რომ პრიორიტეტი ერთმანეთი უნდა იყოს მშობლებისთვის და არა შვილის ფულით „გატენვა“ და იმის ჩვენება, რომ აი, რაღაც შვილო, შენ ყველაფერი შეგიძლია.
მერე გამოდიან ეს ეგრეთ წოდებული „მამიკოს შვილები“, რომლებსაც მარტივად შეუძლიათ ფულის დახარჯვა. მერე ქცევაში ასოცირდება და ჰგონიათ, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა არის შესაძლებელი.
სინამდვილეში, ფულში ხომ ბედნიერება არ არის. ფული არის რესურსი, რომელიც რაღაც რაოდენობამდე გჭირდება“, - ამბობს დავით კენჭაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 აფრთხობს თუ არა გველს რეზინისა და გოგირდის სუნი? - მითები და რეალობა! რჩევები ჰერპეტოლოგისგან