Digest Logo

„როცა ბექა მიხვდა, რომ ჩემგან საპასუხოს ვერაფერს მიიღებდა, ერთ დღესაც გამომიცხადა, რომ ასეთ ურთიერთობას ჯობდა, ჩემთვის თავი დაენებებინა… ორი თვე საერთოდ არ მოვუკითხივარ…“ - მანიკა ასათიანი

1717082164
მანიკა ასათიანი

ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საყვარელი მამაკაცის შესახებ საუბრობს. როგორც იგი აღნიშნავს, თავად ეჭვიანი ადამიანი არის, თუმცა ამის საბაბი არასდროს ჰქონია.

„მე ძალიან ეჭვიანი ვარ, თუმცა ამის საბაბი არასდროს მქონია. ბექა ბევრ გოგოს მოსწონდა და ამას თუნდაც თამაშებზე ვგრძნობდი, მაგრამ ვიცოდი,რომ მას მხოლოდ მე ვუყვარდი. ბექა გუნდში ყოველთვის ლიდერი იყო, მე კი ამ დროს დარბაზში ძალიან ამაყად ვიჯექი. მეცინებოდა იმაზე, სხვა გოგონები რომ გამოხატავდნენ მოწონებას. არც ბექას ჰქონდა საეჭვიანო“, - ამბობს მანიკა ასათიანი.

ისევ რომანტიკული წყვილი ხართ? ამბობენ, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ რომანტიკა იკარგება.

„ეს დიდი ტყუილია! არც ის არის მართალი, რომ შეყვარებულების პერიოდი ჯობს ოჯახურ ცხოვრებას. ორივე ვამბობთ, რომ რაც დრო გადის, უფრო და უფრო გვიყვარდება ერთმანეთი“,- ამბობს მანიკა.

მანიკა ასათიანი ამავე ინტერვიუში იხსენებს, როგორ გაწყდა მისი და ბექას ურთიერთობა შეყვარებულობის დროს ორი თვით:

„როცა ბექა მიხვდა, რომ ჩემგან საპასუხოს ვერაფერს მიიღებდა, ერთ დღესაც გამომიცხადა, რომ ასეთ ურთიერთობას ჯობდა, ჩემთვის თავი დაენებებინა, რადგან მეგობრობის მეტს არაფერს ვთავაზობდი. ადგა და პოლონეთში წავიდა. ორი თვე საერთოდ არ მოვუკითხივარ. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ის უარყოფითი განწყობა, რასაც ბექას მიმართ ვამჟღავნებდი, სინამდვილეში იყო მოწონება და ნაწილობრივ – სიყვარულიც…“, - იხსენებს მანიკა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ეს ამბავი ისე განვიცადე, რომ თმის ცვენაც დამეწყო“ - ბავშვობა, ოჯახი, საყვარელი მამაკაცი, შვილები, ცხოვრების სირთულეები და სამგზის დედობა - გულახდილი ინტერვიუ ნუკა კვალიაშვილთან

⭕🎥 „ჩემი კლასელი ეს კომშის ხე იყო, მასთან ერთად გავიზარდე“ - როგორია მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის დარეკილი „ბოლო ზარი“

⭕ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება