ქართველმა მოციგურავემ ნიკა ეგაძემ პროფესიულ სპორტში თანამდევ ემოციურ გადაწვასა და თვეობით გაგრძელებულ მძიმე მოსამზადებელ ეტაპზე გადაცემაში „პრაიმშოუ“ გულახდილად ისაუბრა.
სპორტსმენის თქმით, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაღლილობასთან გამკლავების მთავარი გასაღები ვარჯიშის პროცესისგან სიამოვნების მიღება და საკუთარი საქმისადმი უპირობო სიყვარულია:
„მიხარია, რომ შემიძლია მივცე სიხარული ქართველ ხალხს. ემოციური გადაწვა რა თქმა უნდა ყველა ადამიანს აქვს. არა მარტო სპორტსმენებს. ჩვენ შემთხვევაში არის შეჯიბრების პერიოდი და ის მოსამზადებელი რვა თვე. ყოველ დღე ცდილობ შენი მაქსიმუმი აჩვენო ვარჯიშზე. ეს არა მარტო ფიზიკური, არამედ ემოციური გადაღლაც არის.
ძალიან ხშირად გვაქვს ისეთი ფიქრი, რომ მიდიხარ ვარჯიშზე და ამ ყველაფერს ვალდებულებად აღიქვამ. ესაა სწორედ გადაწვა. როცა საქმესთან მიდიხარ სიყვარულით, შემდეგ ეს სტრესიც ქრება. ამის შემდეგ ვცდილობ სიამოვნება მივიღო ვარჯიშისგან.
ძალიან რთულია ჩვენი სპორტი, რადგან ყოველი წამი და წუთი წყვეტს შედეგს. ოთხმაგი ნახტომი ძალიან რთულია, რადგან ადრე ახტები თუ გვიან მაინც არ გამოგივა, სწორი დრო უნდა შეარჩიო. ბევრი მიზანი მაქვს და ვაპირებ თავი დავდო ჩემი საქმისთვის“, - აღნიშნა ნიკა ეგაძემ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: