ხელოვნური ინტერნეტი ყოველდღიურობას გვიმარტივებს, გვეხმარება ინფორმაციის მოძიებაში, მუშაობასა და გადაწყვეტილების მიღებაშიც კი, თუმცა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იზრდება ციფრული საფრთხეებიც. კიბერთაღლითები სულ უფრო ხშირად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს ყალბი შეტყობინებების, ხმოვანი ჩანაწერებისა და ვიდეოს შესაქმნელად.
როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი უსაფრთხოდ? როგორ დავიცვათ ჩვენი პირადი ინფორმაცია და ფინანსები - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ „ქეისის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ლაშა პატარაიამ ისაუბრა:
„ძალიან დრამატულად შეიცვალა ბოლო პერიოდში სიტუაცია და საფრთხეების პალიტრა მკვეთრად გაიზარდა. ადრე თუ ვსაუბრობდით, რომ გამოვიყენოთ რთული პაროლი, ორმაგი ავტორიზაცია, გამოვიყენოთ VPN, არ ვენდოთ უცხო Wi-Fi კავშირებს და ასე შემდეგ, ეს რეკომენდაციები შემიძლია ვთქვა, რომ უკვე ირელევანტური გახდა.
ჩვენი პრივატულობა, ჩვენი პირადი სივრცე დღევანდელ რეალობაში აღარ არსებობს, იმიტომ, რომ ეს საზღვრები უკვე იმდენნაირად და იმდენი „აქტორის“ მიერ ილახება ყოველდღიურად, რომ შეუძლებელია ჩვენ გვქონდეს ილუზია იმისა, რომ ეს პირადი უსაფრთხოება არის. ერთი მხრივ ტექნოლოგიურმა პროგრესმა და განსაკუთრებით AI-მ ჩვენ ძალიან ბევრი ბენეფიტი მოგვცა, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა გაცილებით სწრაფი, ეფექტიანი და უფრო შედეგიანი გახდა ვიდრე ოდესმე, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს თავის ფასი და ეს არ არის უფასო - ეს ფასი, რასაც ჩვენ ვიხდით არის ის საფრთხეები, რასაც არა მარტო მოქალაქეები, არამედ ორგანიზაციები, სახელმწიფო სამსახურები და კომპანიები აწყდებიან“, - ამბობს ლაშა პატარაია.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის ნოემბერში ფინანსური წარმატება და ახალი შესაძლებლობები ელოდება