Digest Logo

„რთული პერიოდები, დეპრესიები, წარუმატებელი ურთიერთობები – ეს არის ჩემი სიმღერები“ - რას ამბობს რეზო ბლიაძე

1757595839
რეზო ბლიაძე

რამ განსაზღვრა რეზო ბლიაძის წარმატება, როდის აქვს საუკეთესო შედეგი და რამდენად იღბლიანია ის, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც მან „თბილისელებთან“ ჩაწერა.

რეზო ბლიაძე: საკუთარ თავს იღბლიან ადამიანად მივიჩნევ და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ, ღმერთი ყველას თანაბარ პირობებში გვაყენებს. იღბალი ყველას გვაქვს, დედამიწაზე რომ მოვედით, უკვე იღბლიანები ვართ. რაც შეეხება წარმატებას, მის მისაღწევად მარტო იღბალი ვერ დაგვეხმარება. ამისთვის უკვე შრომისმოყვარეობაა აუცილებელი. იღბალსა და შრომისმოყვარეობას სადმე, შუაში თუ ნიჭიერებასაც ჩავუმატებთ, ჩემი აზრით, ეს არის სრულყოფილი მოცემულობა კარგი შედეგის მისაღწევად.

– გქონია მომენტი, რომ ძალიან ბევრი იშრომე, მაგრამ ყველაფერი „წყალში ჩაიყარა“?

– კი, რამდენჯერაც გინდა. ჩვენი, დაახლოებით, 6-7 სიმღერა იცის მსმენელმა, სინამდვილეში 150-ზე მეტი სიმღერა მაქვს დაწერილი, შეიძლება, 200-იც. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მე როდისმე გავჩერდები, ეს არც მსმენელის ბრალია და არც ჩემი, შრომა არ დამიკლია, მაგრამ მუსიკა იმიტომაც ავირჩიე ჩემს საქმიანობად, რომ ემოციურ ინტელექტზეა დამოკიდებული. სწორ დროს, სწორ კონტექსტში და სწორ ემოციებთან თანხვედრაში თუ არ დადებ, შეიძლება, თვეები ვიმუშაო, მაგრამ ისე ჩაიაროს, რომ მხოლოდ მე და მამაჩემმა ვიცოდეთ. ამას წყალში გადაყრილს მაინც ვერ დავარქმევ, რადგან როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, პროცესი გვზრდის, წარუმატებელი სიმღერა მოტივაციას ისე მიმაღლებს, რომ შემდეგ შეიძლება, „მეგობარი“, „ველოსიპედი“, „მევასები ძალიან“ და „ხელი მომკიდე, რა“ დავწერო. თუ შრომობ, ის ენერგიის სახით მაინც აუცილებლად დაგიბრუნდება. ჩვენი შრომა ხომ დედამიწაზე არსებული სხვა დანარჩენი მშრომელების ენერგიებს უერთდება, გროვდება და ღვთის ნებით თუ ბუნების ძალით, კარგ ადამიანებს კარგი ემოციები უბრუნდებათ, ცუდებს – ცუდი. ვინც ილოცა, ლოცვა უბრუნდება, ვინც იგინა – გინება, ვინც კარგი აკეთა – კარგი და ვინც ცუდი – ცუდი. მე ასე მესმის სამყაროს კანონზომიერება.

– ფსიქოლოგიურად როგორ მოქმედებს შენზე წარუმატებელი პერიოდები და როგორ ეხმარები ამ დროს საკუთარ თავს?

– მარტივი მაგალითი ვთქვათ: მე ძალიან გაბრაზებულმა დავწერე ჟოზეს აჭარული. ასეთი გაბრაზება ვიცი (იცინის). ის გავბრაზდი, რომ ძალიან მაგარი სიმღერა შემომეწერა. ასე ვბრაზდები ხოლმე. რთული პერიოდები, დეპრესიები, წარუმატებელი ურთიერთობები – ეს არის ჩემი სიმღერები. „ველოსიპედში“ არის ასეთი ტექსტი – „ნუ მიშლი ნერვებს“, ამას ხომ მშვიდ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არ დაწერს?! ეს ჩემთვის გულწრფელი ემოციაა, „ნაღდია“ და ალბათ, ამიტომაც მიდის ადამიანებთან.

ასევე დაგაინტერესებთ:

„5600$, სამუშაო ლეპტოპი, ბანკის ბარათებიდან მოხსნა 8000$“ - ირაკლი ლომაია რიო-დე-ჟანეიროში გაძარცვეს, რას წერს მსახიობი

„განსხვავებული, განსაკუთრებული, შეუდარებელი“ - მატილდა გვარლიანის ახალი ფოტოები სოცქსელიდან

„უნაკლოა ორივე...“ - მანუ მურღულიას ცეცხლოვანი ფოტოები AMG GTS-თან

წყარო: tbiliselebi.ge