
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ მეოთხე სეზონის ფინალური ტური გაიმართა.
მეგაპროექტის მეოთხე სეზონის გამარჯვებული მუსიკათმცოდნე, არტისტი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი გახდა, რომელსაც „კენგურუს“ ნიღაბი ჰქონდა მორგებული.
მსახიობმა პროექტში მონაწილეობაზე და მისთვის ყველაზე დიდ სირთულეებზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი ამოცანა იყო ისე შეესრულებინა ნომრები, რომ ვერავის ეცნო.
„როდესაც პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს, არც მიფიქრია მაშინვე დავთანხმდი. ჩემი ამოცანა იყო, ისე შემეცვალა მოძრაობები, რომ არავის გამოვეცანი, არც თქვენ ჟიურის და არც სხვას.
რთულია ძალიან ამ კოსტიუმის მორგება, ფაქტობრივად, ჰიპოქსიის (ჰაერის ნაკლებობის) ზღვარზე ხარ“, - ამბობს გია ბაღაშვილი.
მისი თქმით, იგი ძირითადად პროექტში ინგლისურენოვან სიმღერებს მღეროდა, რათა უკეთესად შეენიღბა საკუთარი ხმა, რადგან მისი ხმა, ძირითადად, ქართულ სიმღერებთან ასოცირდება.
ცნობისთვის, ფინალში ერთმანეთს ოთხი კონკურსანტი დაუპირისპირდა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო.
მეგა შოუს „ვინ ვინ არის“ მეორე ადგილი პანტერამ დაიკავა და მისი ნიღაბი აჩიკო სოლოღაშვილს ჰქონდა მორგებული, მესამე ადგილის მფლობელი მედუზა გახდა. მისი ნიღაბი კი თიკა ჯამბურიას ჰქონდა მორგებული, ხოლო მეოთხე ადგილი დაიკავა ფარაონმა, მისი ნიღაბი მორგებული ჰქონდა ზურაბ მანჯავიძეს.
გრანდიოზულ საფინალო სანახაობას საპატიო სტუმრები, პროექტის განვლილი სეზონების მონაწილეებიც ესწრებოდნენ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უკვე ვეჩვევი, რომ იქით უნდა წავიდე... არ მინდა წასვლა“ - რას ამბობს ნანი ბრეგვაძე
⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით